TennisForum.com - View Single Post - FedCup 2009 - Georgia Cheering Thread!

View Single Post

Old Feb 10th, 2008, 04:27 PM   #92
Petkorazzi
.
 
Petkorazzi's Avatar
 
Join Date: Jan 2007
Posts: 63,144
Petkorazzi has a reputation beyond repute Petkorazzi has a reputation beyond repute Petkorazzi has a reputation beyond repute Petkorazzi has a reputation beyond repute Petkorazzi has a reputation beyond repute Petkorazzi has a reputation beyond repute Petkorazzi has a reputation beyond repute Petkorazzi has a reputation beyond repute Petkorazzi has a reputation beyond repute Petkorazzi has a reputation beyond repute Petkorazzi has a reputation beyond repute
Re: ♣ ♦ ۞ ♂ ★ ♥ ♣ Tennis Georgia – ქართული ჩოგბურთი♣ ♥ ★ ♂ ♣ ♦ ۞ [FEDC

Quote:
ლეილა მესხი: “ჯგუფიდან გავარდნის მიუხედავად, ქალთა ნაკრების თამაშით კმაყოფილი ვარ”

ამ ცოტა ხნის წინ, ქალ ჩოგბურთელთა ნაკრებ გუნდებს შორის უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში დასრულებულ ფედერაციის თასის ევრო-აფრიკული ზონის I ჯგუფში, საქართველოს ნაკრებმა ოთხივე შეხვედრა წააგო და II ჯგუფში ჩამოქვეითდა.
ჯგუფურ ეტაპზე, “ჯვაროსნებს” ხელი შვედეთის, ბელარუსისა და სლოვენიის ნაკრებ გუნდებთან მოეცარათ, I ჯგუფში დარჩენისთვის მებრძოლი გუნდების ფლეი ოფში კი, პოლონეთთან დამარცხდა და ასე აღმოჩნდნენ ქართველი ჩოგბურთელები ფედერაციის თასის ევრო-აფრიკული ზონის II ჯგუფში.
გთავაზობთ ინტერვიუს საქრთველოს ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლეილა მესხთან, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ქალ ჩოგბურთელთა ნაკრების შესახებ ვესაუბრეთ.
- რით ახსნით ჩვენი გუნდის ფედერაციის თასის ევრო-აფრიკული ზონის I ჯგუფში წარუმატებლად გამოსვლას?
- მართალია, ყველა შეხვედრაში დავმარცხდით და მომავალი სეზონიდან II ჯგუფში მოგვიწევს გამოსვლა, მაგრამ ჩვენი გუნდის თამაშით, მაინც კმაყოფილი ვარ.
- როგორ შეიძლება კმაყოფილი იყოთ იმ გუნდის თამაშით, რომელმაც ყველა შეხვედრა წააგო და I ჯგუფში ადგილის შენარჩუნება ვერ შეძლო?
- შეგახსენებთ, რომ ბუდაპეშტში მოასპარეზე გუნდებს შორის, ყველაზე დაბალი რეიტინგის მქონე ჩვენი ნაკრები იყო და თავიდანვე აუტსაიდერებად ვითვლებოდით. მარტო ის ფაქტი რად ღირს, რომ ბუდაპეშტში მოასპარეზე სერბეთის ნაკრებში, ავსტრალიის ღია პირველობის ფინალისტი ანა ივანოვიჩი და ნახევარფინალისტი ელენა იანკოვიჩი თამაშობდნენ. რაც შეეხება პლეი ოფში ჩვენი მეტოქის, პოლონეთის ნაკრების პირველ ნომერს, იგი რეიტინგში 28-ეა, ხოლო მეორე ნომერი კი ასეულში იმყოფება.
ასეთ ძლიერ კონკურენციაში, ჩვენმა ახალგაზრდულმა ნაკრებმა შესაძლებლობის მაქსიმუმი გააკეთა და რაც მთავარია, კარგი გამოცდილება მიიღო.
- შეგვეძლო ბუდაპეშტში უფრი გამოცდილი ჩოგბურთელებით დაკომპლექტებული ნაკრებიც გვყოლოდა, რადგან ნაკრების მიღმა დარჩნენ გუნდში მყოფ ოქსანა კალაშნიკოვას, თათია მიქაძის, სოფო ქვაცაბაიასა და ეკა გორგოძეზე მაღალი რეიტინგის მქონე მაკა ჩახნაშვილი, ანა ტატიშვილი, სოფო შაფათავა, თინათინ ყავლაშვილი, სალომე დევიძე და მანანა შაფაქიძე.
- თქვენს მიერ ჩამოთვლილი ჩოგბურთელებიდან, ნაკრებში თამაშს მხოლოდ ჩახნაშვილი და ტატიშვილი იმსახურებს. რაც შეეხება დანარჩენ ჩოგბურთელებს, ზოგმა თავი დაანება აქტიურ სპორტს, ზოგს ტრამვა აწუხებს, ზოგიც სასურველ ფორმაში ვერ იმყოფება და ზოგმაც ეროვნულ ჩემპიონატში არ მიიღო მონაწილეობა. ნაკრებს კი, ძირითადად, ეროვნულ ჩემპიონატში ნაჩვენები შედეგების მიხედვით ვარჩევთ.
- ჩახნაშვილი და ტატიშვილი რატომ ვერ მოხვდენენ ნაკრებში?
- ჩახნაშვილს ერთწლიანი კონტრაქტი აქვს გაფორმებული ესპანურ სპონსორთან, რომლის თხოვნითაც გავათავისუფლეთ მაკა ამჯერად ეროვნული ნაკრებიდან. მაკა ჩახნაშვილის სპონსორის თხოვნა, ჩვენთვისაც მისაღები იყო, რადგან ამ ეტაპზე, ქართული ჩოგბურთისთვის უმჯობესია, იგი მაქსიმალურად კარგად მოემზადოს პეკინის 2008 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისთვის.
- რაც შეეხება ტატიშვილს, იგი, მართალია, საქართველოს მოქალაქეა, მაგრამ აშშ-ში ცხოვრობს და იქვე ვარჯიშობს. ამიტომ, სავიზო პრობლემების გამო, მას უჭირს საქართველოში ჩამოსვლა და “ჯვაროსნების” გუნდშიც ამიტომ ვერ მოხვდა.
- საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელ ლალი ზერეკიძეზე რას გვეტყვით _ გუნდში მისი მუშაობით, კმაყოფილი ხართ?
- რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვარ. ქალბატონი ლალის დამსახურებაა, რომ შარშან ჩვენმა გუნდმა, დაახლოებით რვა წლიანი პაუზის შემდეგ მოიპოვა I ჯგუფში თამაშის უფლება. მომავალი წლიდან ისევ I ჯგუფში მოხვედრისათვის მოგვიწევს ბრძოლა და იმედია, დასახულ მიზანს მივაღწევთ.
Petkorazzi is offline View My Blog!   Reply With Quote